ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი და პოლონეთი ევროკავშირს რუსეთსა და ბელარუსთან საზღვრების გაძლიერებისთვის დაფინანსებას მიმართავენ. ამ საკითხზე ოთხივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ლატვიის ქალაქ დაუგავპილსში შეთანხმდა.
ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და პოლონეთის სურვილია რუსეთისა და ბელარუსის საზღვრებთან ბუნკერების, ბარიერების, გამყოფი ხაზებისა და სამხედრო საწყობების მშენებლობის დაფინანსება.
„ბალტიისპირეთის თავდაცვის ხაზის საჭიროება გამომდინარეობს უსაფრთხოებისგან და მხარს უჭერს NATO-ს ახალ თავდაცვით კონცეფციას [..]
ამავდროულად, ის აძლიერებს ევროკავშირის უსაფრთხოებასა და მისი საზღვრების სამხედრო დაცვას, რის გამოც ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ევროკავშირს, ასევე, შეუძლია ფინანსურად მხარი დაუჭიროს პროექტს'', - განაცხადა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა და აღნიშნა, რომ მისთვის პოლონეთთან კოორდინაციის საკითხიც მნიშვნელოვანია.
მინისტრებს განცხადებაში არ დაუკონკრეტებიათ ევროკავშირისგან რა ღირებულების დახმარებას ითხოვენ, მაგრამ ერთობლივად აღნიშნეს, რომ რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ ფიზიკური დაბრკოლებები შექმნა და მათთვის NATO-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრის დაცვა პრიორიტეტულია.