logo
ENG



ვოლოდიმირ ზელენსკი: ფრონტის ხაზზე სიტუაცია ძალიან რთულია

01 ოქტ 202415:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/01/la74z34vfbr4l8q.jpg

დღეს მთავარსარდალ სირსკისთან და გენერალური შტაბის უფროს ბარჰილევიჩთან დეტალური და ძალიან გრძელი საუბარი გვქონდა. დისკუსია ორსაათნახევარზე მეტხანს გაგრძელდა. მოხსენებები ჩვენი ფრონტის ხაზის თითოეული სექტორის, ჩვენი შემდგომი შესაძლებლობებისა და ჩვენი კონკრეტული ამოცანების შესახებ. სიტუაცია ძალიან, ძალიან რთულია.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ რუსეთზე ზეწოლა გავზარდოთ ყველა არსებული საშუალებისა და ინსტრუმენტის გამოყენებით, რათა რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ ჩვენს მიზანს. ყველაფერს, რისი გაკეთებაც შეიძლება ამ შემოდგომაზე, რისი მიღწევაც შეიძლება, უნდა მივაღწიოთ და ეს უკრაინის გუნდში თითოეულ წევრზეა დამოკიდებული. რამშტაინამდე მაქსიმალურად უნდა ვიმუშავოთ.


close დახურვა