logo
ENG



სოფელ ყიზილაჯლოში სამშენებლო მასალების მაღაზიას ხელყუმბარა ესროლეს

01 ოქტ 202417:39
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/01/oepevqx5zc6lihi.jpg

სოფელ ყიზილაჯლოში სამშენებლო მასალების მაღაზიას ხელყუმბარა ესროლეს. ისმოდა აფეთქების ხმა.

როგორც ფორმულას გადამღებ ჯგუფს უთხრეს, ხელყუმბარა გუშინ დაახლოებით ოთხ საათზე ისროლეს.

გარდა ამისა, დადასტურებულია, რომ სამი დღის წინ ამავე მისამართზე კაიმან ნასიპოვის მაღაზიის მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლეს.

ადგილზე მობილიზებული კრიმინალური პოლიცია. სოფელ ყიზილაჯლომდე მიმავალი გზები ამ დროისთვის გადაკეტილია. სამართალდამცველები სამშენებლო მაღაზიაში მომხდარს იძიებენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და187-ე მუხლებით არის დაწყებული, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნასა ან გასაღებას.


close დახურვა