logo
ENG



რუსული ოკუპაცია და ოცნების კოლაბორაციონისტური პოლიტიკა

04 ოქტ 202420:26
3 წუთის საკითხავი
 

სოფელ მეჯვრისხევიდან გატაცებულ ორ ქართველს საოკუპაციო რეჟიმი 5-წლიანი პატიმრობით ემუქრება. სერგო მერაბიშვილი და იასონ გენგიური ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან. გატაცებულებს ბრალი დაუმძიმეს და ეგრეთ წოდებულ საზღვრის უკანონო კვეთასთან ერთად ახლა ეგრეთ წოდებული სასაზღვრო ბანერის განზრახ დაზიანებასაც ედავებიან.

მეჯვრისხევის მოსახლეობა ამ ფონზე კიდევ უფრო მძაფრად აღიქვამს ივანიშვილის მოწოდებას ბოდიშის მოხდის შესახებ. ამას ემატება სერგეი ლავროვის კიდევ ერთი განცხადება, რომ 2008 წლის გადაწყვეტილებები ოკუპრებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით არ გადაიხედება, რაც სრულ წინააღმდეგობაშია კრემლის მოკავშირე ივანიშვილის პროპაგანდასთან, რომელსაც საქართველოში აწარმოებს. 


close დახურვა