ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 16 წლის შვილი, ადამ კადიროვი რუსეთის რეკორდების წიგნში შეიყვანეს. ის რუსეთის სუბიექტის უსაფრთხოების სამსახურის ყველაზე ახალგაზრდა ხელმძღვანელად დასახლდა - თანამდებობა მან 15 წლის ასაკში დაიკავა.
დაჯილდოება გროზნოში MMA-ს მატჩის დროს მოხდა. სერტიფიკატი ადამ კადიროვს რუსეთის რეკორდების წიგნის ხელმძღვანელმა გადასცა.
გარდა ამისა, კადიროვის შვილმა რუსეთის რეკორდების წიგნის პოპულარიზაციისთვის მედალიც მიიღო. რაში მდგომარეობს პოპულარიზაციის საქმიანობა, დაუზუსტებელია.
გასული წლის 15 აგვისტოს ადამ კადიროვმა ფიზიკურად იძალადა ნიკიტა ჟურავლიოვზე, რომელსაც ყურანის დაწვაში ედებოდა ბრალი. პოლიციამ საქმის აღძვრაზე უარი თქვა, ვინაიდან ჩეჩნეთის ლიდერის 15 წლის შვილი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული არ იყო. მაშინ რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ შვილით ამაყობს. ამის შემდეგ ადამ კადიროვს სხვადასხვა ჯილდო გადაეცა, მათ შორის ჩეჩნეთის გმირის წოდება, ხოლო მოგვიანებით მან ჩეჩნეთის ლიდერის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დაიკავა.