logo
ENG



როგორი ბიულეტენი ჩაითვლება ბათილად - ცესკოს განკარგულება

05 ოქტ 202420:30
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/05/d6k784wwbyyppfu.jpg

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნებისთვის კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების უზრუნველსაყოფად საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი დაადგინა.

ცესკოს განკარგულების თანახმად, ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოს ან მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე.

ამ წესის დარღვევით შევსებული და ყუთში მოთავსებული საარჩევნო ბიულეტენი კანონმდებლობის თანახმად ჩაითვლება ბათილად.

გადაწყვეტილების მიხედვით, ბათილად ჩაითვლება ის ბიულეტენი, რომელიც: გაფერადებულია/მონიშნულია ნებისმიერი ფორმით ერთზე მეტი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე; არ არის გაფერადებული/მონიშნული არცერთი პარტიის სახელწოდების წინ არსებული წრის შიდა სივრცე.


close დახურვა