logo
ENG



ჰაიტიში კრიმინალურმა დაჯგუფებამ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა - დაიღუპა 70 ადამიანი

05 ოქტ 202422:58
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/05/1oh9f0re7mqptbi.png

ჰაიტიში კრიმინალურმა დაჯგუფებამ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც სულ მცირე 70 ადამიანი დაიღუპა, 6 000-ზე მეტი კი იძულებული გახდა გაქცეულიყო.

თავდასხმა ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსთან ახლოს მდებარე ქალაქში მოხდა - შეიარაღებულმა პირებმა დაწვეს მანქანები, სახლები და სროლა დაიწყეს. ბოლო მონაცემებით დამწვარია 45 სახლი და 34 ავტომობილი.

ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

მომხდარს ჰაიტის პრემიერი გარი კონილი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მომხდარი არის დანაშაული ჩადენილი არა მხოლოდ მსხვერპლის წინააღმდეგ, არამედ მთელი ჰაიტის მოსახლეობის წინააღმდეგ.


close დახურვა