logo
ENG



ჰაიტიში შეიარაღებულმა ჯგუფმა 15 ამერიკელი მისიონერი გაიტაცა

17 ოქტ 202111:57
3 წუთის საკითხავი
clock 617
bbc.com

აშშ-ის ქრისტიან მისიონერთა ჯგუფი და მათი ოჯახის წევრები ჰაიტიში, დედაქალაქ პორტ-ო-პრენსის ახლოს, შეიარაღებულმა ჯგუფმა გაიტაცა. 

ჰაიტის თავდაცვის სამსახურები BBC-სთან ყვებიან, რომ მინიმუმ 15 ადამიანი, მათ შორის ბავშვებიც, ობოლ ბავშვთა სახლში სტუმრობის შემდეგ, აეროპორტისკენ მიმავალი ავტობუსიდან ჩამოიყვანეს და მძევლად აიყვანეს.

ამ დროისთვის საქმის დამატებითი დეტალები აშშ-ის ოფიციალური პირებისთვის ცნობილი არაა. 

ჰაიტი მსოფლიოში გატაცებათა რიცხვით ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. 2021 წლის სექტემბრის ჩათვლით 600ზე მეტი გატაცების ფაქტი მოხდა, რაც წინა წლის იმავე მონაცემს თითქმის 3-ჯერ აღემატება.


close დახურვა