logo
ENG



დღეს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ

08 ოქტ 202410:47
3 წუთის საკითხავი
 

დღეს, 8 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. დღის წესრიგის თანახმად, სესიაზე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი მოხსენებით წარდგება სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ერთ-ერთი საქართველოა.

ბორელი წარადგენს მოხსენებას, სახელწოდებით "დემოკრატიული უკუსვლა და საფრთხეები პოლიტიკური პლურალიზმისთვის საქართველოში".

ევროპარლამენტის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იგეგმება ამავე სახელწოდების რეზოლუციის მიღებაც.

სესიის პარალელურად კი სტრასბურგში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები  აქციას გამართავენ. ემიგრანტების თქმით, საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების დარღვევის, ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის შეზღუდვის ფონზე, ვალდებულები არიან მსოფლიოს გააგებინონ ქართველების მოთხოვნა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე.

 


close დახურვა