logo
ENG



საფრანგეთის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა

11 ოქტ 202410:43
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/11/tvxuh6qy1hx2zcm.jpeg

ევროპული ტურნეს ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის შემდეგ, იტალიაში ჩავიდა

ის იტალიის პრემიერმინისტრ ჯორჯია მელონს შეხვდა, რომელსაც ომში უკრაინის გამარჯვების გეგმა წარუდგინა. ანალოგიური გეგმა წარუდგინა მან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსაც. 

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ჯორჯია მელონთან შეხვედრაზე უკრაინის პოზიციების განმტკიცებასა და დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავებაზე ისაუბრეს.

"განსაკუთრებით მინდა მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გაწეული დახმარებისთვის - უპირველეს ყოვლისა, საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის, რომლებიც გადაარჩენს სიცოცხლეს ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში", - უთხრა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიის პრემიერს. 

მისივე თქმით, შეხვედრაზე უკრაინისთვის უსაფრთხოების ახალი პაკეტის მომზადებაზეც ისაუბრეს.

საფრანგეთსა და იტალიაში ვიზიტამდე, ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა, სადაც პრემიერმინისტრ კირ სტარმერს შეხვდა და უკრაინის გამარჯვების გეგმა გააცნო. 

 

close დახურვა