logo
ENG



რუსეთმა ოდესის ოლქზე ბალისტიკური რაკეტებით იერიში მიიტანა, არის მსხვერპლი

11 ოქტ 202410:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/11/14xgqd7zr7qeucq.jpg

რუსეთი ოდესის ოლქს ბალისტიკური რაკეტებით თავს დაესხა. იერიშის შედეგად დაინგრა 2-სართულიანი შენობა, რასაც სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა.

ოლქის გუბერნატორმა ოლეგ კიპერმა განაცხადა, რომ იერიშის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა, მათგან 9 კლინიკაში გადაიყვანეს.

2-სართულიან შენობაზე თავდასხმის შემდეგ, ნანგრევებში 16 წლის მოზარდის, 43 წლის ქალისა და 22 წლის კაცის ცხედრები იპოვეს.

კიდევ ერთი მოქალაქე, გუბერნატორის ცნობით, კლინიკაში დაიღუპა. 

 

 

close დახურვა