logo
ENG



TI: შპს დინ გრუპის წილის მფლობელმა ქართულ ოცნებას 60 000 ლარი შესწირა

11 ოქტ 202413:11
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/11/btmoguizw11rumb.jpg

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს (TI) ცნობით, შპს დინ გრუპის 25%-იანი წილის მფლობელმა ვახტანგ ამაშუკელმა ქართულ ოცნებას 2024 წლის 2 სექტემბერს 60 000 ლარი შესწირა.

TI წერს, რომ ვახტანგ ამაშუკელმა მმართველ პარტიას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც შესწირა თანხა - 15 500 ლარი.

ორგანიზაციის თანახმად, 2015-2024 წლებში შპს დინ გრუპმა 94 მილიონი ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღო. ასევე, TI-ში აღნიშნავენ, რომ შპს დინ გრუპმა სახელმწიფო პროგრამიდან აწარმოე საქართველოში 45 ათასი ლარი მიიღო.

TI-ში ამბობენ, რომ წლების განმავლობაში ცხადად არის გამოკვეთილი ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველების კავშირი სახელმწიფო შესყიდვებთან და ბიზნესის სუბსიდირებისთვის არსებულ სახელმწიფო პროგრამებთან.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში, მთავრობის მიერ კომპანიებისთვის გადახდილი მსხვილი თანხების ბენეფიციარები სწორედ ქართული ოცნების შემომწირველები არიან.

"ეს გარემოებები აჩენს სისტემური კორუფციის არსებობის გონივრულ ეჭვს, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს თანასწორ საარჩევნო გარემოს", - აცხადებენ TI-ში.


close დახურვა