logo
ENG



"ყველაფერი თავის დროზე იქნება" - კობახიძე კითხვაზე, რატომ არაა ნამყოფი ენგურის ხიდზე

15 ოქტ 202418:48
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/15/ie26vrxyfq8dl7l.jpg

"ყველაფერი თავის დროზე იქნება" - ასე პასუხობს პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის კითხვას, რატომ არ არის ნამყოფი ენგურის ხიდზე და აპირებს თუ არა საოკუპაციო ხაზთან ჩასვლას. 

კითხვაზე, "რატომ არ აინტერესებს საოკუპაციო ხაზთან შექმნილი რეალური ვითარების სიმძიმე", კობახიძე პასუხობს:  

"აუცილებლად, აუცილებლად ვესტუმრები. ყველაფერი მაინტერესებს და ყველაფერი თავის დროზე იქნება", - თქვა მან. 

კობახიძემ აღარ უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, უქმნის თუ არა უხერხულობას, რომ 12 წლის განმავლობაში ერთხელაც არ ჩასულა საოკუპაციო ხაზთან.

 


close დახურვა