logo
ENG



ComCom-მა იმედი, POSTV და მაესტრო ენმ-ს რგოლის განუთავსებლობის გამო დამრღვევებად ცნო

17 ოქტ 202420:27
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/17/go2rcjbyfsoh2i6.png

კომუნიკაციების კომისიამ ტელეიმედი, POSTV და მაესტრო ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის უფასო პოლიტიკური რეკლამის განუთავსებლობისთვის დამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმები შეუდგინა. ამასთან, კომუნიკაციების კომისიამ დარღვევა დაუდგინა POSTV-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების კანონდარღვევით გავრცელებისთვის.

როგორც კომისიაში აცხადებენ, ნაციონალურმა მოძრაობამ საჩივარი შეიტანა, რომლის თანახმად, მიმდინარე წლის 10 ოქტომბრიდან აღნიშნული ტელევიზიების ეთერში აღარ გადის მათი წინასაარჩევნო რეკლამები. 10 ოქტომბერს ტელეიმედმა და POSTV-იმ გაავრცელეს საჯარო განცხადება, რომლის მიხედვითაც, ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ რეკლამებს აღარ განათავსებდნენ. განცხადება არ გაუვრცელებია მაესტროს, თუმცა იმავე პერიოდიდან, მის ეთერში ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ვიდეორგოლი აღარ გადის.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, საერთო ეროვნული საეთერო მაუწყებელი ვალდებულია არჩევნებამდე დარჩენილი ბოლო 50 დღის განმავლობაში, ყოველ 3 საათში გამოყოს 7.5 წუთი წინასაარჩევნო რეკლამის უსასყიდლოდ განსათავსებლად. ამასთან, ის ვალდებულია თითოეული კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი წინასაარჩევნო რეკლამა თანაბრად და არადისკრიმინაციულად განათავსოს.

რაც შეეხება POSTV-ის კვლევა, კომუნიკაციების კომისია მიუთითებს, რომ 9 ოქტომბერს, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებზე ინფორმაციის გავრცელებისას, არ მიუთითა გამოკითხვის დამკვეთი და ამასთან, არ იყო დაკონკრეტებული გამოკითხვა იყო უფასო თუ ფასიანი.


close დახურვა