logo
ENG



მოლდოვას რეფერენდუმში პროევროპულმა პოზიციამ მოიგო - საპრეზიდენტო არჩევნებში II ტური იქნება

21 ოქტ 202419:19
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/21/7qvpv79j6vz8nyx.jpeg

მოლდოვის რეფერენდუმში პროევროპულმა პოზიციამ გაიმარჯვა. რეფერენდუმზე ბიულეტენების 100%-ის დათვლის შედეგად 50.46% მხარს უჭერს ევროინტეგრაციის კურსის კონსტიტუციაში გამყარებას, 49.54% კი წინააღმდეგია.

რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, ბიულეტენების 100%-ის დათვლის შედეგად ამჟამინდელმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ - 42.25% აიღო, ყოფილმა გენპროკურორმა ალექსანდრ სტოიანოგლომ  - 25.98%. 

შედეგების მიხედვით, 3 ნოემბერს ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. პრეზიდენტი მაია სანდუ მეორე ტურში ალექსანდრე სტოიანოგლოსთან ერთად გავა.

მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ რეფერენდუმის შედეგებს X-ზე განცხადებით გამოეხმაურა.  

"მოლდოველმა ხალხმა საკუთარი სიტყვა თქვა: ევროკავშირში ჩვენი მომავალი ახლა კონსტიტუციაში იქნება ჩაწერილი. ჩვენ სამართლიანად ვიბრძოლეთ უსამართლო ბრძოლაში - და ჩვენ გავიმარჯვეთ.

თუმცა ბრძოლა არ დასრულებულა. ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას მშვიდობის, კეთილდღეობისა და საკუთარი მომავლის აშენების თავისუფლებისთვის", - წერს მაია სანდუ X-ზე.


close დახურვა