logo
ENG



ფინანსური პოლიციის საგამოძიებო სამსახური ონისე ცხადაძის და მისი ძმის სახლშიც შევიდა

24 ოქტ 202411:34
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/24/4nk331hs086k0qh.png

სთენდაფერი ონისე ცხადაძისა და მისი ძმის სახლში ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტი შევიდა და ჩხრეკას ატარებს. ამის შესახებ ცხადაძე ფეისბუქზე წერს და აღნიშნავს, რომ პოლიციამ სახლიდან კომპიუტერული ტექნიკა წაიღო.

"ფინანსური პოლიცია შემოვიდა დღეს ჩემთან და ჩემს ძმასთან. გარაჟის დაშენებაში გვაქვს ნაქირავები, მე ყველა ანგარიში დაყადაღებული მაქვს, ჩემს ძმას ბანკის ვალები და ჩვენთან მოვიდა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

ჩაატარეს ჩხრეკა, ამოიღეს ყველანაირი ტექნიკა (ერთი წლის გაფუჭებული ლეპტოპიც) ჩემი ტელეფონის გარდა. ოქმი იყო ძალიან სასაცილო. ყველაფერზე ეწერა ამოღებულია ლეპტოპი ყავისფერი ჩანთიდან რომელიც იდო იატაკზე, ამოღებულია ტელეფონი რომელიც იდო იატაკზე... ყველაფერი იატაკზე იდო. მაგიდა და კარადა არ გვაქვს სახლში და ფინანსური პოლიცია დაგვადგა, თან ისეთ ადგილას ვცხოვრობთ ჩვენ თვითონ ძლივს ვაგნებთ და ამათმა საიდან გაიგეს სად ვცხოვრობთ არ ვიცი. თანდათან გავიხსენებ კიდე"- წერს ცხადაძე.

პარალელურად, ჩხრეკა ჩატარდა Atlantic Council-ის ორი თანამშრომლის, მკვლევრების სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში. დამატებითი დეტალები უცნობია. 

ასევე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები დილიდან იმყოფებიან ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში. ადგილზე მიმდინარეობს ჩხრეკა.


close დახურვა