logo
ENG



IPI: ოცნებამ უნდა დაასრულოს შემაშფოთებელი პრაქტიკა, რომელიც ჟურნალისტების არშეშვებას ეხება

25 ოქტ 202415:24
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/25/t0knuxx6u16rbj0.jpg

საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი გმობს ჩეხი ჟურნალისტის, რეი ბეისლის საქართველოში არ შეშვებას ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებამდე 3 დღით ადრე.

როგორც IPI-ში ამბობენ, საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა დაასრულოს შემაშფოთებელი პრაქტიკა, რომელიც ქვეყანაში უცხოელი ჟურნალისტების არშეშვებას ეხება.

"კიდევ ერთი შემაშფოთებელი შემთხვევა, როცა უცხოელ ჟურნალისტს საქართველოში შესვლაზე უარი უთხრეს, ყოველგვარი გონივრული ახსნა-განმარტების გარეშე. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა მისცეს უფლება დამოუკიდებელ მედიას გააშუქოს დაგეგმილი არჩევნები, რომელიც უფრო მტრულ მედია გარემოში ტარდება. ბეისლის მსგავსი შემთხვევები, საფრთხეს ქმნის ნეგატიური გავლენა იქონიონ როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ჟურნალისტებზე, მიუხედავად იმისა, ქვეყანაში იმყოფებიან თუ აპირებენ საკვანძო მოვლენების გაშუქებას მომავალი არჩევნების წინ, პერიოდში და შემდეგ", - ამბობს IPI-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, სკოტ გრიფინმა.

***

23 ოქტომბერს, ჩეხმა ჟუნალისტმა რეი ბეისლიმ X-ზე დაწერა, რომ საქართველოში არ შემოუშვეს. მისივე თქმით, ქვეყანაში შემოსვლაზე ახსნა-განმარტების გარეშე უთხრეს უარი.

 


close დახურვა