logo
ENG



სოფელ დიდველაში მოქალაქე საარჩევნო უბანზე შეიჭრა და ტექნიკა გაანადგურა

26 ოქტ 202412:57
3 წუთის საკითხავი
 

ბაღდათის მუნიციპალიტეტ სოფელ დიდველაში, 23-ე საარჩევნო უბანზე მოქალაქე შეიჭრა და საარჩევნო პროცედურებისთვის საჭირო ტექნიკა გაანადგურა, რის შედეგადაც საარჩევნო პროცესი დროებით შეჩერებული იყო.

როგორც ცნობილია, მოქალაქეს ხმის მიცემის პროცედურისთვის დამადასტურებელი საიდენტიფიკაციო არანაირი საბუთი ჰქონდა. მან ელექტრონული მოწყობილობა, ვერიფიკაციის აპარატი და საარჩევნო ყუთი გაანადგურა.

ამ დროისთვის, სოფელ დიდველაში, არჩევნები ძველი წესით მიმდინარეობს.


close დახურვა