logo
ENG



კალანდარიშვილი მარნეულზე: მოვითხოვ, საოლქო კომისია გაერკვეს სიტუაციაში და მიიღოს ზომები

26 ოქტ 202413:12
3 წუთის საკითხავი
 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი მარნეულის შემთხვევას გამოეხმაურა, სადაც საარჩევნო უბანზე დარღვევა დაფიქსირდა. კერძოდ, საქმე ეხება გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, რომ ერთ-ერთი დამკვირვებელი N69-ე უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენის ათეულობით კონვერტს ტენის.

როგორც კალანდარიშვილმა თქვა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე უკვე აღძრა.

"ეს არის შემაშფოთებელი ინფორმაცია და საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაუშვებს, ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში იმის შესაძლებლობას, რომ ასეთმა იზოლირებულმა, მართულმა თუ მანიპულაციურმა შემთხვევებმა დააზიანოს ის მრავალთვიანი ძალისხმევა, რომელიც კენჭისყრის დღესთან მიმართებაში ჩავდეთ. მე მინდა, სასწრაფო წესით მოვუწოდო და მოვთხოვო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიას, გაერკვეს სიტუაციაში, მოიწვიოს კომისიის სხდომა და მიიღოს სათანადო გადაწყვეტილება", - თქვა კალანდარიშვილმა ბრიფინგზე.

მარნეულში, N69 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი დამკვირვებელმა საარჩევნო ყუთში ერთდროულად ათეულობით საარჩევნო კონვერტი ჩატენა.

მარნეულის ოლქში სულ 81 საარჩევნო უბანია, საიდანაც მხოლოდ 41 უბანზე მოქმედებს ელექტრონულად ხმის მიცემის სისტემა.

გარდა ამისა, უბანზე ფიზიკურად გაუსწორდნენ დამკვირვებელს, რომელიც დარღვევას იღებდა. 


close დახურვა