ისან-სამგორის 51-ე საარჩევნო უბანზე მოქალაქეები მაიდენტიფიცირებელი საბუთის გარეშე და ცივი იარაღით მივიდნენ.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მათ ვინაობის დამადასტურებელი პირადობის მოწმობა მოსთხოვეს. ამას მოჰყვა შელაპარაკება და დაპირისპირება. საარჩევნო უბანზე მისული მოქალაქეები, რომლებსაც საიდენტიფიკაციო მოწმობა არ ჰქონდათ, ცივი იარაღით, კერძოდ დანით გადაადგილდებოდნენ, თუმცა მისი გამოყენება ვერ შეძლეს.
როგორც ადგილზე მყოფი მოქალაქეები აცხადებენ, ისინი პოლიციელებმა განყოფილებაში გადაიყვანეს, მაგრამ ნივთმტკიცება, კერძოდ დანა, რომელიც მიწაზეა დაგდებული, ამ დრომდე ხელუხლებელია.