გლდანის N60-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირებაა. გარდა ამისა, უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეჩერებულია.
ადგილზე არის ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი შაკო კუჭაშვილი.
უბანზე მყოფი ოპოზიციონერი ამბობს, რომ ქართული ოცნების ე.წ. ტიტუშკები მოქალაქეებს ხელს უშლიან.
ადგილზე მისულია პოლიცია.