logo
ENG



ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს პასუხობს: ჩვენს პოლიტიკას ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს

14 სექ 202614:55
3 წუთის საკითხავი
 
2026/09/14/nf4itrtn9h9ux2p.png

ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ირანის ელჩის კრიტიკულ განცხადებებს უპასუხა და აღნიშნა, რომ თბილისი საერთაშორისო სანქციების რეჟიმს არღვევს და ამ პოლიტიკას პარტნიორები გაგებით უნდა შეხვდნენ.

 ქართული ოცნების მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტის შეკითხვაზე — თუ რატომ არ მოჰყვა ირანის ელჩის კრიტიკას მწვავე გამოხმაურება, მაშინ როცა დასავლელი დიპლომატების განცხადებებს მმართველი გუნდი მკაცრად პასუხობს — კობახიძემ აღნიშნა, რომ მსგავს საკითხებზე საჯარო პოლემიკა არასწორია.

„ზოგადად, ასეთ თემებზე საჯარო განცხადების გაკეთება არასწორია. თუ ჩვენ რაიმე გვექნება სათქმელი ელჩთან, ელჩთან ვისაუბრებთ. თქვენ იცით, როგორია ჩვენი მიდგომა: თუ მოქმედებს საერთაშორისო სანქციები, ჩვენ ასეთ სანქციების რეჟიმს ყოველთვის ვუერთდებით ხოლმე. ჩვენ არ ვუშვებთ სანქციების გვერდის ავლას. ეს არის ჩვენი ზოგადი პოლიტიკა, რასაც ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს. დანარჩენი, თუ რაიმე სასაუბრო გვექნება ამა თუ იმ დიპლომატთან, ორმხრივ რეჟიმში მათთან ვისაუბრებთ“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


close დახურვა