logo
ENG



ზახაროვა ზურაბიშვილს: სისულელეა, რომ EU-ს შეუძლია ვინმეს "ევროპული მომავალი" მიანიჭოს

28 ოქტ 202401:55
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/28/t566lvukq415vqb.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პრესსპიკერი მარია ზახაროვა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ცესკოს ოფიციალური შედეგების აღიარება "რუსეთის დაქვემდებარებაში ყოფნის ტოლფასია".

მარია ზახაროვა სალომე ზურაბიშვილს უმტკიცებს, რომ "ევროკავშირს ვინმესთვის "ევროპული მომავლის" მინიჭება" არ შეუძლია. 

"ვაშინგტონმა ახლახან წაართვა "ევროპული მომავალი" ევროკავშირს, სტაბილური რესურსების ჩამორთმევით, ეკონომიკის რღვევით, მანამდე კი არალეგალური მიგრანტებით დატბორვით, რომლებიც, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში ამერიკული ავანტიურების გამო მილიონობით შეედინება ევროპაში.

იმის დაჯერება, რომ ევროკავშირს შეუძლია ვინმეს "ევროპული მომავალი" მიანიჭოს, უბრალოდ სისულელეა"- თქვა ზახაროვამ. 


close დახურვა