უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო მინსკში ევრაზიის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. 31 ოქტომბერს სიიარტო შეუერთდება კონფერენციის ისეთ მონაწილეებს, როგორებიც არიან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და სირიის საგარეო საქმეთა მინისტრო ბასამ საბაჰი.
კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაციის (ODKB) შეფასებით, ბელარუსის ღონისძიება მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის კონკურენტად უნდა იქნას განხილული.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რეგულარულად სტუმრობს მოსკოვს, სანქტ-პეტერბურგსა და მინსკს. ბოლოს სიიარტო რუსეთში ოქტომბერში იმყოფებოდა, სადაც სანქტ-პეტერბურგში ფორუმს დაესწრო, რომლის ორგანიზატორიც გაზპრომი იყო.
გარდა ამისა, მაისში იგი მინსკში იმყოფებოდა, სადაც თავის ბელარუს კოლეგას შეხვდა. გარდა ამისა, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო პირველი მაღალი რანგის ოფიციალური პირი ევროკავშირიდან, რომელიც ბელარუსს ეწვია 2023 წელს, ალექსანდრ ლუკაშენკოს მიერ არჩევნების მიტაცებისა და საპროტესტო ტალღის ჩახშობის შემდეგ.