logo
ENG



უილსონი ბუზიაშვილსა და გელავაზე: პირდაპირი თავდასხმაა სამოქალაქო საზოგადოებაზე

30 ოქტ 202414:35
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/30/3kacej3kafzntxg.jpg

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი ატლანტიკური საბჭოს ორი მკვლევრის, ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავას ანგარიშების გაყინვასთან დაკავშირებით განცხადება ავრცელებს.

"დღეს გავიგე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაყინა ბუზიაშვილისა და გელავას საბანკო ანგარიშები ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლისა და სასამართლოს განჩინების გარეშე. მიმაჩნია, რომ ეს არის საქართველოს მთავრობის მხრიდან პირდაპირი თავდასხმა სამოქალაქო საზოგადოებაზე. ამასთან მიმაჩნია, რომ ეს არის თავდასხმა აშშ-ის ინსტიტუტზე, სადაც ისინი მუშაობენ. თუ ეს არის ეს მომავალზე მიუთითებს, მაშინ გასაგებია, რომ ქართული ოცნების მთავრობა სწრაფად გადადის რუსული სტილის ავტორიტარიზმში. მთავრობამ უნდა მისცეს მკვლევრებს საშუალება, თავისი საქმე აკეთონ, რეპრესიების შიში გარეშე. ჩვენი MEGOBARI Act დასჯის მათ, ვინც საქართველოში კანონის უზენაესობას არღვევს".

ატლანტიკური საბჭოს მკვლევრებს სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეზღუდული აქვთ. ამის შესახებ ინფორმაცი გელავას ქმარმა, პოლიტიკოსმა გიორგი ნონიაშვილმა გაავრცელა. 

ნონიაშვილის ცნობით, ამ საკითხს ბანკებთან არკვევენ, თუმცა პასუხი არ აქვთ. მისივე თქმით, გელავასა და ბუზიაშვილის ანგარიშებს ოფიციალურად ყადაღა არ ადევთ ვარაუდობს, რომ ანგარიშებზე წვდომა უსაფუძვლოდ და უკანონოდაა შეზღუდული.

24 ოქტომბერს სოფო გელავასა და ეთო ბუზიაშვილის სახლებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები ჩხრეკაზე მივიდნენ და ახსნა-განმარტების გარეშე ბინიდან კომპიუტერული ტექნიკა წაიღეს.


close დახურვა