აშშ-მა მიიღო ინფორმაცია, რომელიც მიუთითებს, რომ ამჟამად რუსეთში, კურსკის ოლქში 8 ათასი ჩრდილო კორეელი სამხედრო იმყოფება. ამის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს აშშ-ის ელჩის მოადგილემ, რობერ ვუდმა განუცხადა.
"ძალიან პატივსაცემი კითხვა მაქვს ჩემი რუსი კოლეგისთვის: რუსეთი კვლავ ამტკიცებს, რომ რუსეთში კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედროები არ იმყოფებიან", - თქვა ვუდმა.
რუსეთის წარმომადგენელმა უშიშროების საბჭოზე ვუდის მიმართვას არ უპასუხა. მოსკოვი არ უარყოფს და არც პირდაპირ ადასტურებს ჩრდილო კორეელი სამხედროების ყოფნას მათ ტერიტორიაზე.
აშშ, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა, უკრაინა და სხვები ჩრდილოეთ კორეიდან ჯარების განლაგებით რუსეთს გაეროს რეზოლუციებისა და გაეროს დამფუძნებელი ქარტიის დარღვევაში ადანაშაულებენ. ჩრდილოეთ კორეა დიდი ხანია გაეროს სანქციების ქვეშ იმყოფება, რომელიც მიზნად ისახავს შეაჩეროს. ფხენიანის მიერ ბირთვული იარაღისა და ბალისტიკური რაკეტების განვითარება.