logo
ENG



ცესკო: მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით არის გაცემული

02 ნოე 202414:22
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/02/mh9lhoy5tkru9t2.png

ცესკოს სპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ საერთაშორისოდ ძებნილ და ოკუპაციის კანონის დამრღვევ რუსს, ალექსანდრ მალკევიჩს  აკრედიტაცია "კანონის დაცვით" მისცა.

ისოელიანმა აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მალკევიჩი ცესკოს თავჯდომარის პირადი ნაცნობია და მასზე მედია აკრედიტაცია ამ მიზეზით გაიცა, სიცრუეა.

"ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ რუსული მედიაორგანიზაციის წარმომადგენელზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით არის გაცემული. ცესკოს არ აქვს არც უფლებამოსილება და არც წვდომა, ამა თუ იმ პირის სამართლებრივ სტატუსზე, რაც არ განეკუთვნება მის უფლებამოსილების ფარგლებს.

ეს ცნობილია დაინტერესებული მხარეებისთვის და ალბათ, სწორედ ამ დეზინფორმაციის გასამყარებლად გაავრცელეს დოკუმენტი თითქოს, ცესკოს თავჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი რუსეთში ვინმე ალექსანრდ მალკევიჩთან ერთად რუსეთში საწვლობდა. მათ ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვთ", - აღნიშნა ცესკოს სპიკერმა.

 


close დახურვა