logo
ENG



ქურდოვანიძე: საქალაქო სასამართლომ ხმის ფარულობაზე საია-ს სარჩელი არ დააკმაყოფილა

03 ნოე 202423:26
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/03/pk6wt5pm22nt1yl.jpg

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნონა ქურდოვანიძის თქმით, საქალაქო სასამართლომ ხმის ფარულობის უფლებაზე მათი საჩივარი არ დააკმაყოფილა.

მისი ცნობით, მსგავსი საჩივრები არ დააკმაყოფილეს სხვა ქალაქში მდებარე სასამართლოებმაც.

"ახლახანს დასრულდა საქალაქო სასამართლოში საიას სარჩელის განხილვა ხმის ფარულობის უფლებაზე. საქმე განიხილა გამოსაცდელ ვადაში მყოფმა, ახლახანს დანიშნულმა მოსამართლემ.

მას ჰქონდა შანსი, საზოგადოებისათვის დაებრუნებინა ხმის ფარულობის უფლება და სასამართლოს მიმართ ნდობა. მან ეს შანსი არ გამოიყენა. ეს შანსი არ გამოიყენეს არც სხვა ქალაქებში მდებარე სასამართლოების მოსამართლეებმა, რომლებმაც ანალოგიური საქმეები დღეს და გუშინ განიხილეს და არ დააკმაყოფილეს. რამდენიმე სასამართლოს გადაწყვეტილებას კიდევ ველოდებით.

სასამართლოს მიერ საქმის სრულყოფილად გამოკვლევის ინტერესი რომ არ არსებობდა, ეს თავიდანვე გამოჩნდა, როდესაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ჩვენი 2 მნიშვნელოვანი შუამდგომლობა - დაეთვალიერებინა შემთხვევითი შერჩევით უბნების დალუქული ბიულეტენები; საქმეში მესამე პირად ჩაერთო ცესკო.

ჯერ-ჯერობით შედარებით საინტერესოდ მიმდინარეობს მოვლენები თეთრიწყაროს სასამართლო სასამართლოში, სადაც ხვალ მოსამარატლე ბიულეტენებს დაათვალიერებს და მარკერსაც შეამოწმებს", - წერს ქურდოვანიძე.


close დახურვა