logo
ENG



ქუთაისის სააპელაციომ უბნების ბათილობაზე NGO-ების სარჩელი არ დააკმაყოფილა

06 ნოე 202423:52
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/06/xfidqrp6as5syta.jpg

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საარჩევნო უბნების შედეგების ბათილობის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელი არ დააკმაყოფილა.

გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. საუბარია სადამკვირვებლო კოალიცია ჩემი ხმისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელზე. 

სააპელაციო სასამართლომ რაიონული და საქალაქო სასამართლოების გადაწყვეტილებები უცვლელად დატოვა. კოლეგიამ დაუშვებლად ცნო დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ოლქების ბათილობა და კომისიის წევრების პასუხისმგებლობა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო ორი დღის განმავლობაში განიხილავდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და კოალიცია ჩემი ხმის საჩივრებს. გუშინ, 6 ნოემბერს სხდომის დასრულების შემდეგ მოსამართლეთა კოლეგიამ გადაწყვეტილება არ გამოაცხადა.

ამასთან, 6 ნოემბრის სხდომაზე კოალიცია ჩემი ხმის წარმომადგენელმა მოსამართლე შოთა სირაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რაც არ დაკმაყოფილდა. ასევე, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ექსპერიმენტის ჩატარების შუამდგომლობა.

 


close დახურვა