logo
ENG



“შესანიშნავი საუბარი გვქონდა, შევთანხმდით მჭიდრო დიალოგზე” - ზელენსკიმ ტრამპს მიულოცა

07 ნოე 202409:22
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/07/jysd4ks5yq2qkxr.jpeg

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა და არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

"მქონდა შესანიშნავი საუბარი პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და მე მას ისტორიული, დამაჯერებელი გამარჯვება მივულოცე", - დაწერა ზელენსკიმ X-ზე.

გარდა ამისა, ზელენსკის თქმით, ტრამპთან მჭიდრო დიალოგსა და თანამშრომლობის განვითარებაზე შეთანხმდა.

"აშშ-ის ძლიერი და ურყევი ლიდერობა მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის და სამართლიანი მშვიდობისთვის", - წერს ზელენსკი. 

 

 


close დახურვა