logo
ENG



რუსეთში პოლიციის ამოცანებს "ტრადიციული რუსული ფასეულობების დაცვა" დაემატება

08 ნოე 202412:52
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/08/f60jnlh9jgahx72.jpg

რუსეთში პოლიციის ამოცანებს "ტრადიციული რუსული ფასეულობების" დაცვა და განმტკიცება ემატება. როგორც Meduza წერს, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტის ბრძანება უკვე მოამზადა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანების შესახებ დებულებას, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა დაამტკიცა, შეთავაზებულია დაემატოს შემდეგი ტექსტი: "ტრადიციული რუსული სულიერ-ზნეობრივი ფასეულობების შენარჩუნებისა და განმტკიცებისკენ მიმართული საქმიანობის განხორციელება".

როგორ აპირებს რუსეთის პოლიცია "ტრადიციული ფასეულობების შენარჩუნებასა და განმტკიცებას", ცნობილი არაა.

2022 წლის ნოემბერში რუსეთის პრეზიდენტმა "ტრადიციული რუსული სულიერ-ზნეობრივი ფასეულობების შენარჩუნებისა და განმტკიცების სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლების შესახებ" ბრძანებას ხელი მოაწერა. დოკუმენტში ძირითადად საუბარია, რომ აღნიშნული სახელმწიფო პოლიტიკა განათლებისა და აღზრდის, ახალგაზრდებთან მუშაობის, კულტურის, მეცნიერების, ხალხთაშორისი და რელიგიათაშორის ურთიერთობების სფეროებში ხორციელდება.


close დახურვა