logo
ENG



ეუთო/ოდირი ფორმულასთან არჩევნებზე ხმის ფარულობის პრობლემაზე საუბრობს

08 ნოე 202416:50
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნებამდე ეუთო/ოდირის სპიკერი კატია ანდრუში ფორმულას კითხვის პასუხად ხმის ფარულობის პრობლემაზე საუბრობს. 

ის საერთაშორისო დამკვირვებლებზე დაყრდნობით ამბობს, რომ ოთხიდან დაახლოებით ერთ უბანზე ამომრჩევლებს არ ჰქონდათ ხმის ფარულად დაფიქსირების შესაძლებლობა და ამის გამომწვევ მიზეზებს ასახელებს. 

ეუთო/ოდირის სპიკერის პასუხიდან ფორმულასთვის ცნობილი ხდება, რომ არჩევნებთან დაკავშირებით ანგარიში წლის ბოლომდე გამოქვეყნდება. 

"დემოკრატიული არჩევნების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ხმის ფარულობაა. საქართველოში საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ოთხიდან დაახლოებით ერთ უბანზე ყველა ამომრჩეველს არ ჰქონდა შესაძლებლობა, ხმა მიეცა ფარულად.

ეს ძირითადად განპირობებული იყო ამომრჩევლების მიერ მათი ბიულეტენების ჩასმით (მათ შორის, საიდუმლო ხმის მიცემის კონვერტის არასწორად გამოყენება), საარჩევნო უბნების გადავირთულობით, იმითაც, რომ ადამიანები ძალიან ახლოს იდგნენ ხმის მიცემის ურნასთან ან სკანერთან, საარჩევნო უბნების ცუდი დაგეგმარებით და ბიულეტენებიდან ხილული მონიშვნებით.

ODIHR საქართველოში არჩევნებზე დაკვირვების საბოლოო ანგარიშს ამ წლის ბოლომდე გამოაქვეყნებს, სადაც ჩვენი დასკვნები იქნება კიდევ უფრო დაზუსტებული", - ნათქვამია პასუხში. 


close დახურვა