logo
ENG



ტრამპთან მომავალი შეხვედრების წინ სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა გოლფში ვარჯიში დაიწყო

12 ნოე 202408:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/12/thnw4vho1d6mh1h.jpg

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სოკ იოლმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან სამომავლო შეხვედრებისთვის გოლფში ვარჯიში დაიწყო, პირველად ბოლო რვა წლის განმავლობაში. როგორც Reuters წერს, ინფორმაცია იუნის ოფისმაც დაადასტურა.

სამხრეთ კორეული მედიის ინფორმაციით, იუნი გოლფის მოედანს შაბათს ეწვია.

"ბევრმა ადამიანმა, რომელიც ახლოს არის პრეზიდენტ ტრამპთან... მითხრა, რომ პრეზიდენტ იუნსა და ტრამპს კარგი ქიმია ექნებათ", - განაცხადა იუნმა ხუთშაბათს პრესკონფერენციაზე მას შემდეგ, რაც ტრამპს ტელეფონით გამარჯვება მიულოცა.

დონალდ ტრამპი რამდენიმე შტატში გოლფის მოედანს და კლუბს ფლობს. როგორც ცნობილია, ტრამპს უყვარს სპორტის ეს სახეობა და მასთან დასაახლოებლად კანონმდებლებისთვის, ბიზნესმენებისთვისა და ხანდახან მსოფლიო ლიდერებისთვისაც ეს მნიშვნელოვანი გზა იყო.

როგორც სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს, ტრამპის გამარჯვების შემდეგ იუნ სოკ იოლმა ეკონომიკასა და უსაფრთხოებაზე საგანგებო სხდომა მოიწვია. როგორც NBC News აღნიშნავს, სამხრეთ კორეელი მაღალჩინოსნები განსაკუთრებით შეშფოთებულნი არიან ტრამპის დაპირებით, აშშ-ში ყველა იმპორტზე 20%-იანი ტარიფები დააწესოს და ამასთან იმით, რა შეიძლება გააკეთოს ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის მიმართა. პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინს შეხვდა.


close დახურვა