რა ხდება ოკუპირებულ აფხაზეთში. არეულობის მიზეზი საინვესტიციო საქმიანობის შესახებ ე.წ-ლი შეთანხმებაა. ე.წ დოკუმენტი ითვალისწინებს, რომ რუსული კომპანიები აფხაზეთში ფულს ჩადებენ და ყველა გადასახადისგან გათავისუფლდებიან.
კრემლი განაგრძობს ოკუპირებული რეგიონის სრულ ანექსიას, მათ შორის ეკონომიკური ბერკეტებით. აფხაზეთში პროტესტის მონაწილეებმა საკვანძო ხიდები გადაკეტეს, მარიონეტმა რეჟიმმა ოპოზიციონერები დააკავა. 3 დღეში ე.წ-ლი „საინვესტიციო საქმიანობის შეთანხმების“ რატიფიცირების წინააღმდეგ აქცია იგეგმება.