გიორგი ვაშაძემ საზოგადოებას რეგიონების განვითარების მოდელი წარუდგინა. სტრატეგია "აღმაშენებელის" შემქმნელების აზრით, ინდივიდუალური მოდელი, რომელიც საქართველოს რეგიონულ განვითარებას ხელს შეუწყობს, ქუთაისისთვის პერსპექტიული იქნება და ქალაქს, დასავლეთ საქართველოს განვითარების ცენტრად ჩამოაყალიბებს.
"გვაქვს 11 ძალიან მაგარი პროექტი, რომელსაც შევთავაზებთ ქუთაისელებს და არამარტო მათ. ამ პროექტით ისარგებლებ მთელი საქართველო, რათა ქუთაისი გავხადოთ მიზიდულობის ცენტრი განვითრებისთვის. რომ ქუთაისში შევქმნათ სამუშაო ადგილები და რომ, ის უსამართლო სოციალური გარემო რაც შექმნილია, ერთხელ და სამუდამოდ, დასრულდეს,-"აცხადებს გიორგი ვაშაძე.