პოლიციამ საჩხერეში 11 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედებისთვის 1990 წელს დაბადებული ბ.ი. დააკავა - მას ბრალი წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილ ქმედებაში ედება.
გამოძიება საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს - დანაშაული 8-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.