მარნეულის მუნიციპალიტეტში, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ბრალდებული მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოქალაქეს 11 000 ლარის სანაცვლოდ დაჰპირდა, რომ გავლენიანი კავშირების გამოყენებით მის შვილს აზერბაიჯანის ციხიდან გაათავისუფლებინებდა.
აღნიშნულია, რომ დაკავებულმა მამაკაცს მოთხოვნილი თანხა გამოართვა და თაღლითურად მიისაკუთრა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
