დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორისაა, ტაქსების რეგულაცია. კახა კალაძეს თქმით, რეფორმის წარმატებაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ტაქსების რაოდენობა ყოველკვირეულად იზრდება.
"დღეის მდგომარეობით 11 ათასამზეა გაზრდილი იმ ტაქსების რაოდენობა, რომელიც მოსახლეობას ემსახურება, რაც მნიშვნელოვანია და ყოველდღიურად იცვლება ეს რიცხვი. ჩვენ ყველას ვაძლევთ საშუალებას ჩაერთოს ამ რეფორმაში და პირველ რიგში, საკუთარი ავტომობილი მოიყვანოს მწყობრში, რადგან რეგისტირირებული ავტომობილების 30%-მა ვერ გაიარა ტექდათვალიერება. რა თქმა უნდა, ასეთი ავტომობილების გადაადგილება პრობლემას წარმოდგენს მძღოლებისთვის და მგზავრებისთვისაც. ამიტომ თუ მოაწესრიგებენ ამ ვტომობილებს და მოიყვანონ სტანდარტებში, მათ მიეცემათ შესაძლებლობა დარეგისტრირების ა კატეგორიაში, ან აქვთ შესაძლებლობა ბ კატეგორიაში განაგრძონ მუშაობა,-"განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, წარმატებულია ე.წ. მანათობლების რეფორმაც. როგორც კალაძე განმარტავს, აღნიშნულმა გადაწყვეტილება დადებითი შედეგის მომტანი აღმოჩნდა დედაქალაქისთვისაც და მგზავრებისთვისაც.
"რაც შეეხება მანათობლებს, რომლებიც უფასოდ გავეცით ტაქსის მძღოლებს, დღეის მდგომარეობით 9 ათასამდე მანათობელი გაცემული. მგონია, რომ საკმაოდ ლამაზია, მოუხდა ქალაქს და ასევე მზგავრებისთვისაც საინტერესოა - მარტივად შეუძლიათ განასხვაონ ტაქსი, რომელიც დაკავებულია და რომლის გაჩერების შესაძლებლობაც აქვთ. თუ გაიზრდება კიდევ რიცხვი ა კეტოგირის ტაქსის მძღოლების, დამატებით შევისყიდით მანათობლებს,-" აღნიშნა კალაძემ.
თბილისის მერი ჯარიმების თემასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პივერლი ოქტომბრის შემდეგ, რეგულაციების დამრღვევი ნებისმიერი მძღოლი დაჯარიმდება.
"მინდა ასევე ჯარიმებთან დაკავშირებით მივაწოდო საზოგადოებას ინფორმაცია. სამწუხაროდ, გვაქვს ტაქსის ნებართვის გარეშე ან სანებართვო მომსახურების გაცემის გარეშე დაფიქსირებული ფაქტები, პირველი ოქტომბრიდან დღემდე დაახლოებით 2 ათასამდე ტაქსის მძღოლი დაჯარიმდა. აქედან, 700 იყო 1-ოქტომბერს დაჯარიმებული და აქ პარლამენტი გამოვდია ინიციაიატვით, მივიღეთ ეთობლივი გადაწვეტილება რომ ეს ჯარიმები ჩამოწერილი იყოს. თუმცა პირველი ოტორმბრის შემდეგ, ვინც დაარღვია რეგულაცია, მათ მოუწევთ ჯარიმების გადახდა. კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო მათ, რომ ჩვენ ხელს ვუწყობთ მძღოლებს და ვუქმნით შესაბამის პირობებს, რათა შეძლონ ლიცენზირებული მომსახურება საზოგაოდებსითვს,-"აცხადებს კახა კალაძე.