logo
ENG



11 თვის ბავშვის გარდაცვალებაში ბრალდებულ მამას პატიმრობა შეეფარდა

11 მარ 202111:46
3 წუთის საკითხავი
 

გურჯაანში ოჯახური დაპირისპირების დროს გარდაცვლილი ბავშვის მამას სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, პროცესი დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.

ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ კაცი ბრალს არ აღიარებს და მოსამართლის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ. დაცვის მხარის მოთხოვნა იყო, მოსამართლეს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არ გამოეყენებინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ცოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მაშინ მიაყენა, როცა ქალს ხელში 8 თვის ჩვილი ეჭირა. ბავშვმა გონება დაკარგა და დაიღუპა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. 


close დახურვა