logo
ENG



11 სენატორი: კანონის მიღება ძირეულად შეცვლის საქართველოს ურთიერთობას აშშ-სთან

14 მაი 202423:39
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/14/xe6qfib234drwju.jpg

11 ამერიკელი სენატორი ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებას ერთობლივი განცხადებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ კანონის მიღება ძირეულად შეცვლის საქართველოს ურთიერთობას შეერთბულ შტატებთან, ასევე, დააზარალებს EU-ის წევრობის მისწრაფებას.

განცხადებაში სენატორები ამბობენ, რომ კანონპროექტის მიღება აიძულებს კონგრესს, განიხილოს ამერიკის პოლიტიკაში ცვლილება საქართველოს მიმართ. ისინი კვლავ აღნიშნავენ, რომ ზომები შესაძლოა მოიცავდეს სანქციებს პასუხისმგებელ პირებზე დემოკრატიის, ვიზების აკრძალვისა და აშშ-ის პირდაპირი დახმარების გადახედვისთვის.

"ეს არის ბნელი დღე ქართული დემოკრატიისთვის. ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის მიერ რუსული ტიპის უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის მიღებით. ეს კენჭისყრა ასობით ათასი ქართველის სურვილის დარღვევაა, რომლებიც აგრძელებენ კანონმდებლობის წინააღმდეგ მშვიდობიან პროტესტს. ეს არა მხოლოდ გამოყენებული იქნება სიტყვის თავისუფლების შესაზღუდად, არამედ ხელს შეუშლის დემოკრატიის განვითარებას საქართველოში. ამ კანონის მიღება ძირეულად შეცვლის საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და დააზარალებს ევროკავშირში წევრობის მისწრაფებებს.

როგორც ჩვენ გავაფრთხილეთ პრემიერ-მინისტრი კობახიძე, მისადმი გაგზავნი წერილში, ამ კანონპროექტის მიღება აიძულებს კონგრესს განიხილოს ამერიკის პოლიტიკაში ცვლილება საქართველოს მიმართ, იმისთვის, რათა ასახოს ახალი პოლიტიკური ლანდშაფტი საქართველოში.

როგორც ადრე გავაფრთხილეთ, ეს ზომები შეიძლება მოიცავდეს სანქციებს პასუხისმგებელ პირებზე დემოკრატიის, ვიზების აკრძალვისა და აშშ-ს პირდაპირი დახმარების გადახედვისთვის. როგორც კონგრესის წევრები, რომლებიც ღრმად არიან სიმპათიით განწყობილნი ქართველი ხალხის მიმართ და მხარს ვუჭერთ მყარ ორპარტიულ და ორმხრივ კავშირებს, ჩვენ გავაგრძელებთ ხალხის 79%-ის მხარდაჭერას. თანმიმდევრულად ვუჭერთ მხარს ევროკავშირის წევრობას და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბნელი დღეა ქვეყნის ისტორიაში, ჩვენ კვლავაც გვჯერა ქართველი ხალხის, რომელიც იბრძვის თავისი ქვეყნის ნათელი მომავლისთვის", - აღნიშნულია განცხადებაში. 

განცხადებას ხელს აწერენ სენატორები: ჯინ შაჰინი, ჯიმ რიში, ბენ კარდინი კრის კუნსი დიკ დურბინი როჯერ ვიკერი ტიმ კეინთი რიჩარდ ბლუმენტალი პიტ რიკეტსი ლინდსი გრემი ტომ ტილისმი

ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი მიიღო.


close დახურვა