logo
ENG



11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმიდან 23 წელი გავიდა

11 სექ 202400:40
3 წუთის საკითხავი
 
2024/09/11/6ujlvy79lvr0ppk.jpg

11 სექტემბრის ტერაქტიდან 23 წელი გავიდა. 

ამ დღეს ტერორისტული ორგანიზაცია ალ კაიდას თვითმკვლელმა ტერორისტებმა 4 თვითმფრინავი გაიტაცეს. 

2 თვითმფრინავი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობებს შეეჯახა. 

მსოფლიო სავაჭრო ცენტრების ორივე შენობა - 110-სართულიანი ტყუპი ცათამბჯენები 2 საათზე ნაკლებ განადგურდა. 

ერთი თვითმრინავი თავს დაესხა პენტაგონის შენობას. 

მეოთხე გატაცებული თვითმფრინავი, სადაც ტერორისტებს ეკიპაჟის წევრებმა და მგზავრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, პენსილვანიაში ჩამოვარდა. 

ტერაქტების შედეგად 3 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

მათგან 246 ადამიანი გატაცებული თვითმფრინავის მგზავრი იყო; 2 606 - ცათამბჯენებში დაიღუპა. პენტაგონში მოკლეს 125 ადამიანი. 

ცათამბჯენების ადგილას ახლა გარდაცვლილთა მემორიალი და მუზეუმია. 

11 სექტემბრის შემდეგ აშშ-მ ერაყსა და ავღანეთში ანტიტერორისტული ოპერაციები დაიწყო. 2011 წელს პაკისტანში ალ კაიდას ლიდერი, ოსამა ბინ ლადენი მოკლეს. 


close დახურვა