logo
ENG



ცესკო: მარკერები სმარტმატიკმა მოგვაწოდა, მარკერების შეცვლის ბრალდება სიცრუეა

13 ნოე 202413:44
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/13/axc6kf1yq86mftz.jpg

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მტკიცებით, საარჩევნო ბიულეტენზე არჩევნის დასაფიქსირებლად განკუთვნილი მარკერები მათ კომპანია სმარტმატიკმა მიაწოდა და პოლიტიკოსები "საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავენ მიზნად". ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"საარჩევნო ბიულეტენზე არჩევანის დასაფიქსირებლად გამოყენებული სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას კომპანია „სმარტმატიკმა“ მოაწოდა. აღნიშნულს ადასტურებს კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება და მათ შორის მარკერების მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც საჯაროა და განთავსებულია სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში.

კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცესკოს მიერ მარკერების შეცვლის შესახებ, არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ პოლიტიკოსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცესკო-ს მიერ მარკერების შეცვლის შესახებ, არის სრული სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად", - წერია ცესკო-ს განცხადებაში.

**

13 ნოემბერს, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სრულიად უკანონოდ და საკონტრაქტო პირობების დარღვევით სმარტმატიკის ბრენდირებული მარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით, რომელსაც სასამართლოზე მტკიცებულების სახით წარადგენს.

 

close დახურვა