ბიუჯეტის შევსების მარტივი გზა. როგორ ამოაქვს ხელისუფლებას ხალხის ჯიბიდან ფული. თბილისის მერიამ 9 თვეში 97 მილიონი ლარი მოკრიბა ჯარიმებით. ცალკე საკითხია, როგორც იხარჯება ეს ფული კალაძის ხელმძღვანელობით, რომელიც ოპოზიციას ერთ-ერთ ყველაზე კორპუმპირებულ თანამდებობის პირად მიაჩნია.
გასული 9 თვის განმავლობაშ მხოლოდ პარკირებისა და ავტომობილის გაჩერების წესების დარღვევის გამო მერიამ 25 მილიონი ლარის ჯარიმებს მოუყარა თავი. ამ ფონზე დედაქალაქის მერი ამტკიცებს, რომ ქალაქში პარკირების პრობლემა არ არსებობს. არა მხოლოდ დაკვირვება, არამედ კვლევაც ადასტურებს, რომ კალაძე უბრალოდ ტყუის.