logo
ENG


გორი: ამომრჩევლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა თავისუფლად გამოეხატათ თავისი აზრი
ჯორჯო გორი
14 ნოე, 2024 10:10
გორი: ამომრჩევლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა თავისუფლად გამოეხატათ თავისი აზრი
  • 283ნახვები

ათასობით ქართველის ქუჩაში გამოსვლის კადრები ევროპული დროშებით, რომლებმაც გააპროტესტეს ბოლო არჩევნების შედეგები, ადასტურებს როგორ არის ქართველი ხალხი მიჯაჭვული ინტეგრაციაზე. ამომრჩევლებს არ ჰქონდათ შესაძლებლობა თავისუფლად გამოეხატათ თავისი აზრი და დაფიქსირდა ბევრი დარღვევა. იყო ყალბი ნიუსების კამპანია. ამასობაში მიღებულ იქნა ბევრი პრორუსული კანონი, როგორიც არის უცხოური აგენტების კანონი და ასევე ე.წ. ოჯახური ფასეულობების დაცვის კანონი. რუსეთის ჩარევასთან ბრძოლა არის გადამწყვეტი. ქართველი ხალხი არის ერთ-ერთი ყველაზე პროევროპული. ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს - ყველა ინსტრუმენტი უნდა გამოვიყენოთ ქართველი ხალხის მისწრაფებების მხარდასაჭერად, რათა ქართველებმა იცხოვრონ ქვეყანაში, რომელიც არის კორუფციისგან თავისუფალი.

განაცხადა ევროპარლამენტარმა, ჯორჯო გორიმ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიმდინარე დებატებზე სიტყვით გამოსვლისას.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა