წინასწარ ვიცი ზუსტად, კი ზუსტად ვიცი წინასწარ, რომ ეშინიათ ხოლმე ვიღაცებს, ზუსტად ვიცი წინასწარ, რომ შანსი არ არის, რომ დაკმაყოფილდეს ეს სარჩელი. რატომ ვიცი წინასწარ, რატომ ვსაუბრობ იცით, საფუძველი არ არსებობს და წინასწარ როგორ შეიძლება არ ვიცოდე. თუ ობიექტურად დაადგენს ზუსტად ვიცი, და თუ სუბიექტურად დაადგენს და შეაშინებთ და დააშანტაჟებთ, სიკვდილით დაემუქრებით, მერე შეიძლება სხვანაირი გადაწყვეტილება, სხვა შემთხვევაში ზუსტად ვიცი წინასწარ.
ირწმუნება ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, რომელიც სალომე ზურაბიშვილის სარჩელს გამოეხმაურა.
19 ნოემბერს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ხმის მიცემის ფარულობისა და საყოველთაობის დარღვევის შესახებ შეიტანა.