logo
ENG



არჩევნების ბათილად ცნობაზე ენმ-ის, ძლიერი საქართველოს და საიას სარჩელები არ დაკმაყოფილდა

14 ნოე 202410:24
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/14/xqjngcwx5kqppqt.png

თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის, ძლიერი საქართველოსა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სარჩელები, რითაც მხარეები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვდნენ, არ დააკმაყოფილა.

მოსამართლე ივერი აბაშიძემ გადაწყვეტილება 13-საათიანი განხილვის შემდეგ გამოაცხადა. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა არცერთი შუამდგომლობა, მათ შორის ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას შუამდგომლობა - შუამდგომლობა ეხებოდა მტკიცებულებას, რომლითაც ირკვეოდა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკომ უკანონოდ და საკონტრაქტო პირობების დარღვევით სმარტმატიკის ბრენდირებული მარკერები წინა დღით ჩაანაცვლა არაბრენდირებული მარკერებით, რითაც დაირღვა ხმის მიცემის პროცედურის ფარულობა.

მხარეები გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.

სამივე მხარემ საქალაქო სასამართლოს არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის შესახებ 10-ზე მეტი შუამდგომლობით მიმართა, მათ შორის, რიგი მოწმეების დაკითხვის შესახებ, თუმცა მოსამართლე ივერი აბაშიძემ ყველა შუამდგომლობა დაუსაბუთებლად მიიჩნია და არცერთი არ დააკმაყოფილა.


close დახურვა