logo
ENG



ცესკოს სხდომაზე დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა

16 ნოე 202411:04
3 წუთის საკითხავი
 
2024/11/16/bgafkzjki1enyed.jpg

ცესკოს სხდომაზე, სადაც შემაჯამებელი ოქმი უნდა გამოეცხადებინათ, კომისიის წევრმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა.

კირთაძემ კალანდარიშვილს საღებავი მას შემდეგ შეასხა, რაც ამ უკანასკნელმა სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცა და დარბაზის დატოვება მოსთხოვა. 

"თქვენი ხელით ჩვენს საქართველოს, ჩვენს მომავალ თაობას წაართვით მომავალი და მიაქანებთ რუსეთისკენ. თქვენ ბატონო თავმჯდომარესაც ვერ გეტყოდით, თქვენ ხართ "ტოჩკა. რუ" იმიტომ, რომ შავ ლაქად მოგიხსენიებთ ქართველი ხალხი. თქვენც კარგად იცით, თვითონაც ქართულმა ოცნებამაც კარგად იცის,საზოგადოებამაც კარგად იცის, რომ საქართველოში ყოველი მეორე ქართული ოცნების მხარდამჭერი არაა. ამიტომ თქვენ ხართ ყველაზე ცუდი თავმჯდომარე, რომელსაც შეიძლებოდა ჩვენი ქვეყნისთვის რაიმე გადაწყვეტილება მიიღო, ის ადამიანი, რომელსაც შეეძლო ჩვენი ქვეყანა წინ წაეწია და სამწუხაროდ სულ უკუსვლით წაიყვანეთ", - თქვა კირთაძემ, რის შემდეგაც კალანდარიშვილმა მას სიტყვა გააწყვეტინა.

კალანდარიშვილი ამბობდა, რომ კირთაძის გამოსვლა შემაჯამებელ ოქმს არ უკავშირდებოდა და მან 2-წუთიანი რეგლამენტიც დაარღვია. ამას კომისიის წევრის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. კირთაძე წამოდგა და თავისი მაგიდიდან ჭიქა აიღო, საიდანაც შემდეგ კალანდარიშვილს საღებავი შეასხა.

 

"შენ ხარ ქვეყნის სირცხვილი, შენ ხარ შავი ლაქა", - თქვა კირთაძემ შესხმის დროს. ამის შემდეგ დარბაზი კომისიის წევრბმა სწრაფად დატოვეს, კირთაძე კი გაიყვანეს. 

თითქმის 20-იანის შესნების შემდეგ სხდომა განახლდა. გიორგი კალანდარიშვილს განახლებულ სხდომაზე მარცხენა თვალი შეხვეული ჰქონდა. 

"ჩვენ ვნახეთ მორიგი პროვოკაცია, რომელიც არის დასტური იმისა, რომ სხვადასხვა ჩართულ მხარეს არჩევნებთან დაკავშირებით არ გააჩნია არანაირი მტკიცებულება, რომ არჩევნებში რაიმე ტიპის მანიპულაცია გააჩნია და მხოლოდ პირადი თავდასხმებით, პირადი ზეწოლით, ბულინგით, პირად სივრცეში შეჭრითა და აქციებით, გადაფაროს ის საკითხები და შექმნან საზოგადოებაში ის აღქმა, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა", - თქვა კალანდარიშვილმა.


close დახურვა