ცესკოსთან მშვიდობიან მსვლელობაზე ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი ლიფონავა დააკავეს.
გიორგი ლიფონავას დაკავებასთან დაკავშირებით ფორმულა ცდილობს, დამატებითი ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღოს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, შემაჯამებელი სხდომის დასრულების შემდეგ აღმაშენებლის ხეივანზე მსვლელობა მოაწყვეს.
აქციის მონაწილეებმა აღმაშენებლის ხეივანზე გზის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადეს, პოლიცია კი სავალი ნაწილიდან მათ გადაყვანას ძალის გამოყენებით შეეცადა.
როგორც ცნობილია, პოლიცია აქციის მონაწილეებს აკავებს.
დღეს, ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიიღო. დოკუმენტს ხელი მოაწერეს და ბეჭედი დაარტყეს. დღეიდან იწყება 10-დღიანი პერიოდის ათვლა, როდესაც ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა უნდა გაიმართოს.