გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე მისი იურიდიული განათლების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხოდ ტოვებს.
ჟურნალისტებმა გუშინ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციაზე შეკითხვა თადუმაძეს პარლამენტში დაუსვეს, სადაც ის კომიტეტის სხდომაზე მივიდა. გენპროკურორს ამ წუთებში, როგორც უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.
შეგახსნებეთ, რომ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თადუმაძის მიერვე წარდგენილი დოკუმენტებით, შალვა თადუმაძე სტუდენტი 15 წლის ასაკში გახდა. 1993 წელს მან ჩააბარა „თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის" იმ ფაკულტეტზე, რომელიც, სინამდვილეში, იმ დროს არ არსებობდა და ერთი წლის შემდეგ შეიქმნა.
