ოკუპანტებისთვის ბოდიშის მოხდას გვაიძულებს და პირადად მას და მის ე.წ. ხელისულებას ცალ ფეხზე ჰკიდია - რა ხდება ახლა რუსის მიერ მიტაცებულ აფხაზეთში. ერთ ოფიციალურ განცხადებას ვერ გაიხსენებთ, რომელიც რაიმე ფორმით სოხუმში მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა.
მოტყუებული აფხაზები კი თავს ისევ იტყუებენ და ახერხებენ რომ რუსული ოკუპაციის და არარსებული დამოუკიდებლობის პირობებში დემოკრატიულობანა ითამაშონ. რეალურად კი რაც ახლა სოხუმში ხდება ადგილობრივ მარიონეტებს შორის კლანური ბრძოლაა. დაპირისპირებული მხარეები სისხლისღვრით ემუქრებიან ერთმანეთს, აპროტესტებენ რუსულ ინვესტიციებს და იქვე ამბობენ რუსეთთან გვინდაო. ივანიშვილის დაჯგუფება კი მარტივ მოქმედებასაც არ აკეთებს, რომ იქნებ მცირედი ხეირი მაინც მიგვეღო ამ ამბიდან, თუნდაც საერთაშორისო დონეზე ახალი განცხადებების სახით. ამასობაში კი იქ სოხუმში იმ კაცის სახელის გაგონებაც კი არ უნდათ ვინც ბოდიშის მოხდას გვაძალებს - იქაც კი მას რუს ოლიგარქს უწოდებენ.